კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ისტორიული შედეგი! საქართველოს ჰოკეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის გამარჯვებული გახდა

Image source: Georgian Ice Hockey Federation ფეისბუქ გვერდი

 

ზუსტად 3 წლის წინ საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2018 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის გამარჯვებული გახდა.

ტურნირის ბოლო მატჩში ქართველი ჰოკეისტები ტაიპეის დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით 11:2 მოიგეს. მოპოვებული გამარჯვების შედეგად ქართველი ჰოკეისტები მომავალ წელს II დივიზიონის B ჯგუფში იასპარეზებენ.

ტურნირის წინა შეხვედრებში საქართველომ თურქეთი (6:2), ბულგარეთი (5:3), ჰონგ-კონგი (11:1) დაამარცხა და მხოლოდ მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან დათმო დაპირისპირება (4:2).

 

 

 

 

ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი ყრილობის ჩატარების ადგილი და თარიღი