კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ისტორიული მიღწევა: ქსკ “ლანჩხუთმა” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა

ქსკ ლანჩხუთი მატჩის წინ

Image source: WFC Lanchkhuti ფეისბუკ გვერდი

 

ქალთა საფეხბურთო კლუბმა “ლანჩხუთმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ “ოკჟეტპესს” დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 2:1 ანგარიშით დაამარცხეს.

საქართველოს ჩემპიონმა შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება დამატებით დროში მოიპოვა, 95′-ე წუთზე ხატია ჭყონიამ მეორე გოლი გაიტანა და დუბლის ავტორი გახდა.

ამ გამარჯვებით ქალთა საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთი” ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ლანჩხუთელები უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 18/19 ნოემბერს ჩაატარებენ. შეხვედრის თარიღი და მეტოქე 6 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა.

 

 

 

 

წყარო- gff.ge

 

 

 

 

 

საქართველოს ჩემპიონატი კრივში დეკემბერში გაიმართება