კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ისევ ტრავმა. გაგამარუმ ტკივილს ვერ გაუძლო და შუა ბრძოლაში დანებდა (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

კიუშუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს გაგამარუს ტრავმამ გამოიჩინა თავი.

ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი მეტოქე ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და ბრძოლაში ენერგიულად ჩაერთო, თუმცა ტკივილის გამო ბრძოლა შეწყვიტა და მეტოქეს დანებდა.(ვიდეო)

მესამე მარცხის შემდეგ გაგას მოგება-წაგების ბალანსი 1:3-ზე გაუხდა. ხვალ ქართველის მეტოქე მე-12 ჯურიო აკუა იქნება.

სულ მალე ასპარეზობში ჩაერთვება ქართველი სეკივაკე ტოჩინოშინი, რომელიც ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად იბრძოლებს.

წყარო – sumo.or.jp

 

გაგამარუმ ნოემბრის ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა (ვიდეო)