კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ის სწორ გზაზე იყო.. ახლა კი ისევ მენტალური დარტყმა მიიღო” – გენტის მწვრთნელმა ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ისაუბრა

გიორგი ჩაკვეტაძეს მდგომარეობაზე გენტის მწვრთნელმა ილაპარაკა.

Image source: KAA Gent

 

გენტისა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო, რის გამოც 2-3 კვირის გაცდენა მუწევს. ბელგიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ვიმ დე დეკერმა ქართველი ლეგიონერის მდგომარეობაზე ისაუბრა.

“სამწუხაროა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე რამდენიმე კვირით დაგვაკლდება. მან კარგად დაიწყო, შეანიშნავად თამაშობდა. ის სწორ გზაზე იყო და სამწუხაროა, რომ ახლა კიდევ ერთხელ ასეთი მენტალური დარტყმა მიიღო.

მაგრამ, დარწმუნებული ვარ, როცა გამოჯანმრთელდება, ისევ საუკეთესო დონეზე დაბრუნდება” – ნათქვამია გენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

წყარო – kaagent.be

უმძიმესი ტრავმის გამო ლუკა ზარანდიამ სეზონი დაასრულა