კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ის, რაც ფეხბურთში თითქმის არ ხდება – “აიაქსმა” დაუჯერებელი ანგარიშით მოიგო (ვიდეო)

აიაქსმა 13:0 მოიგო

Image source: AFC Ajax

 

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-4 ტურში უიშვიათესი და უჩვეულო ანგარიში დაფიქსირდა. ამსტერდამის „აიაქსმა“ სტუმრად „ვენლოს“ 13:0 მოუგო.

5 გოლი გაიტანა ლასინა ტრაორემ, რომელმაც 3 საგოლე პასიც გააკეთა. დუბლი შეასრულა ვეტერანმა კლაას იან ჰუნტელაარმა, ისევე როგორც ახალგაზრდა იურგენ ეკელენკამპმა, ხოლო თითო ბურთი დუშან ტადიჩის, ანტონის, დელეი ბლინდისა და ლისანდრო მარტინესის ანგარიშზეა.

„აიაქსს“ 4 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

 

 

წყარო – AFC Ajax

 

კვირკველიამ ყოფილ გუნდს მოუგო, გოლი “დინამო ბათუმის” ყოფილმა ფეხბურთელმა გაიტანა (ვიდეო)