კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ის ყოველთვის ჩემს გულში იქნება” – კახა კალაძემ “მილანს” მიულოცა

Image source: Kakha Kaladze Instagram

 

მილანის” ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ, რომელიც ამჟამად თბილისი მერის პოსტს იკავებს, იტალიურ კლუბს დაბადების 120-ე იუბილე მიულოცა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“ამ მაისურის ტარება დიდი პატივია, ის ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ძველ როსონერის ბევრს ვუსურვებ!!! არასოდეს დაგტოვებთ“.

შეგახსენებთ, რომ კალაძე “მილანის” ღირსებას 2001-2010 წლებში იცავდა. ამ კლუბთან ერთად მან სერია ა, იტალიის თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ), უეფა-ს სუპერთასი (ორჯერ) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

წყარო – Kakha Kaladze

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის თასის შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა (ვიდეო)