კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ირმა ხეცურიანმა ისევ გვასახელა. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ მსოფლიო თასზე ბრინჯაო მოიპოვა

პოლონეთის 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი.

ხეცურიანმა ჯგუფურ ეტაპში ყველა ბრძოლა მოიგო და საუკეთესო 16-ში მოხვდა, სადაც რუსი მეტოქე ირინა მეშუროვა დაამარცხა, შემდეგ ეტაპზე იტალიელი პასკუნიო როზას ბარიერი გადალახა, ნახევარფინალში კი ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა.

წყარო – insidethegames.biz

ოლიმპიურ კომიტეტში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა (ფოტო)