კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ირანიდან სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ფეხბურთელების პირველი კომენტარები

Image source: Maxime Qvilitaia ფეისბუკ გვერდი

 

ირანში ამ დროისთვის კორონავირუსით 107 ადამიანია გარდაცვლილი. ამ ქვეყანაში მოასპარეზე ყველა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა.

„სეპაჰანის“ ქართველი მცველი გიორგი გველესიანმა ირანი კორონავირუსის გავრცელებამდე კარგა ხნით ადრე დატოვა.

“კორონავირუსის გავრცელებას გამოვასწარი. თუმცა, საამისოდ, სასიამოვნო მიზეზი არ მაქვს – ირანი თვენახევრის წინ დავტოვე, რადგან მუხლის ოპერაცია დამჭირდა და ახლა რეაბილიტაციას გავდივარ. რაც შეეხება ირანში ქართველ ფეხბურთელებს, ბოლოს მხოლოდ სამნი ვთამაშობდით – მე და „შაჰინ ბუშერის“ ფეხბურთელები, გადრანი და ქვილითაია, რომლებმაც კორონავირუსის გამო ირანი უკვე დატოვეს, რაც პირველი არხის გადაცემიდან შევიტყვე”, – ამბობს პირველი არხთან გველესიანი.

პირველი არხთან ლუკა გადრანმა განაცხადა, რომ მაქსიმე ქვილითაიასთან ერთად ირანიდან დაბრუნდა.

“ირანში კორონავირუსით დააინფექცირებულ ადამიანთა რიცხვმა იმატა. მე და მაქსიმემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლუბთან შეთანხმებით საქართველოში ჩამოვსულიყავით. მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომელმაც უმალ უზრუნველყო სამშობლოში ჩვენი მშვიდობით და გართულების გარეშე ჩამოყვანა. საქართველოს საზღვარზე შემოსვლისთანავე, ყველა საჭირო შემოწმება გავიარეთ და რეანომობილით წაგვიყვანეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ჩაგვიტარდა ყველანაირი შემოწმება. ამის შემდეგ დადასტურდა, რომ არც მე და არც მაქსიმეს კორონავირუსი არ გვჭირს. მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, მაინც 2-კვირიანი თვითიზოლირებული კარანტინი გადავწყვიტეთ“, – ამბობს ლუკა გადრანი.

შეგახსენებთ, რომ ირანის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, პირველობა 1 თვით შეჩერდა.

 

წყარო – 1tv.ge

 

საქართველოს რაგბის კავშირმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო