კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ირაკლი სიხარულიძე: “ბედნიერი ვარ, რომ მოსკოვის „დინამო“ დავამარცხეთ და ხალხი ასე გავახარეთ”

ირაკლი სიხარულიძის მატჩისნ შემდგომი კომენტარი

Image source: FC Locomotive Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა.

სიხარულიძის აზრით, ეს იყო რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება.

„მადლობა უპირველესად იმ მხარდაჭერისთვის, რაც ტრიბუნიდან იგრძნობოდა. როდესაც მოედანზე გავედით და თამაში დაიწყო, ეს მხარადჭერა აშკარად იგრძნობოდა. გამარჯვებაში ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული. დიდი მოტივაცია გვქონდა, რადგან მაღალი დონის კლუბთან ვთამაშობდით. ეს იყო რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება. ბედნიერი ვარ, რომ მოსკოვის „დინამო“ დავამარცხეთ და ხალხი ასე გავახარეთ“, – განაცხადა ირაკლი სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრის 54′-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

“”ყოჩაღ ქართველებს, მთელი რუსეთი თქვენ ქომაგობდა” – “დინამოს” გულშემატკივრების რეაქცია (ფოტო)