კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ირაკლი ფირცხალავა: “თუ „ბარსელონა“ ან „მილანი“ კვარაცხელიას მიიწვეს, რა თქმა უნდა, უნდა გადავიდეს”

მომღერალი ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

Image source: kvara7 ინსტაგრამის გვერდი

 

რუსეთში ცნობილმა მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა.

„ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, მოსკოვის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო სკოლაში დავდიოდი, მაგრამ დედამ არ მომისმინა და ვიოლინოზე შემიყვანა. არ მოსწონდა, ფეხბურთელებს ფეხებში რომ არტყამდნენ. ახლა ვთამაშობ მსახიობებისა და მომღერლების გუნდში, რომელიც შოუბიზნესის წარმომადგენელთა ჩემპიონატზე გამოდის და ასე ორჯერ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი.

ესპანეთთან გული დამწყდა, კარგად ვითამაშეთ და ბოლო წუთზე გოლი გავუშვით. მინიმუმ ქულა უნდა მოგვეპოვებინა. მომეწონა ფლანგის მცველები, ჩაბრაძე და გიორბელიძე, რომლებიც შემტევი მცველები არიან. ჩემი აზრით, ნაკრები კახა ცხადაძის დროს უფრო საიმედოდ თამაშობდა. შესაძლოა, სამი მცველით თამაში უფრო სასურველი იყოს. გუნდის გაკეთება და შედეგის მიღწევა შეიძლება, რადგან მოლოდინით ყველა დაიღალა.

ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი იმედია. მოსკოვში ჩამოსვლის დღიდან ვიცნობ და თავიდანვე ეტყობოდა, პროფესიონალი რომ იყო. ასეთი პროფესიონალი ქართველი მე არ მინახავს – ბაზაზე კი არა, მოედანზე ცხოვრობს. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ თავმდაბალი და მორწმუნეა, ფეხბურთი უყვარს. ვისთანაც მუშაობდა, ყველა მწვრთნელს თავი შეაყვარა. ვფიქრობ, რომ წასვლა არ უნდა იჩქაროს, რადგან ახლა გაზრდის შანსი აქვს. თუ „ბარსელონა“ ან „მილანი“ მიიწვეს, რა თქმა უნდა, უნდა გადავიდეს. ჩემი აზრით, როგორც მოთამაშე მზადაა, რომ წავიდეს“, – ამბობს ირაკლი ფირცხალავა.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

გიორგი ჩხაიძე: “ჩვენი მიზანი იქნება შედეგის გაუმჯობესება”