კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ირაკლი ფირცხალავა: “რომ არა ვიოლინო, მე ფეხბურთელი გავხდებოდი”

თუ როგორ ირაკლი ფეხბურთელი არ გახდა

Image source: irakli_music ინსტაგრამის გვერდი

 

“ვარკსკვლავების ფაბრიკის” მონაწილე, პოპულარული ქართველი მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. რუსეთში მოღვაწე მომღერალი თითქმის ყოველთვის დადიოდა და ახლაც დადის იმ გუნდის მატჩებზე, სადაც ქართველი ლეგიონერები გამოდიოდნენ და დღემდე თამაშობენ.

 

View this post on Instagram

 

Встретили и поприветствовали молодого да очень талантливого , а так же на удивление воспитанного , учитывая тенденции сегодняшней молодежи , а так же живущего футболом , аж до неприличия @kvara7 Удачи и Божьей помощи джима в Локомотиве и Сборной да и вообще в жизни ✌🏻Дебют-штанга, уверен дальше-больше😜 Да и как не отметить было гол нашего маргаля из @pfcarsenaltula , меняем позицию голеодор🤙🏻😜 @saba_kvirkvelia Бро ну а ты просто професоре ✌🏻Всех люблю как братьев ! 😘❤️

A post shared by Ираклий Пирцхалава |Иракли| (@irakli_music) on

მიხეილ აშვეთიასა და გიორგი ქინქლაძის მონაწილეობით “რუბინის” ერთ-ერთ მატჩზე ჟურნალისტმა ირაკლი სტადიონის VIP ლოჟაში შეამჩნია და ინტერვიუ გამოართვა.

– როგორ მოხვდით აქ?

– მე ქართველ ფეხბურთელებთან ვმეგობრობ – “რუბინის” ყოფილ წევრებთან გიორგი ქინქლაძესთან, მიხეილ აშვეთიასთან.

– თქვენ ფეხბურთის აქტიური გულშემატკივარი ხართ?

– კი, მაგარი! ბავშვობის ოცნება იყო ფეხბურთის თამაში, მაგიტომაც ჩემი სიყვარული ფეხბურთისადმი უბრალოდ გიჟურია.

– და რატომ არ გამოგივიდათ?

– დედამ უბრალოდ ვიოლინოს დაკვრაზე წამიყვანა. შემდგომში კი მღერ დავიწყე. ეს მიზანმიმართულად გავაკეთე. საერთოდ ყველა ქართველი მღერის, ხოლო შემდეგ ვიოლინოზე დაკვრაც დავიწყე. მაგიტომაც ახლა მოედანზე მე არ ვარ.

მომღერალი ფირცხალავა ქართველ ფეხბურთელებთან ერთად

შეგახსენებთ, რომ “ტორპედოს” ამჟამინდელი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია 2006/07 წლების სეზონში ყაზანის “რუბინის” ღირსებას იცავდა, ხოლო გიორგი ქინქლაძე კი ყაზანურ კლუბში 2005/07 წლებში გამოდიოდა.

 

წყარო – pro-rubin.narod.ru

 

 

 

 

ვალერიან გვილია: “ჩემპიონობასთან დაკავშირებით შეკითხვას წერტილი დავუსვი და სპონტანურად ვიცეკვე”