კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ირაკლი ძარია: “სურვილი მაქვს ამბიციურ გუნდში ვითამაშო”

Image source: Valletta Football Club ფეისბუკ გვერდი

 

მალტური საფეხბურთო კლუბი “ვალეტა ქართველმა ნახევარმცველმა ირაკლია ძარიამ დატოვა. 31 წლის ქართველმა ლეგიონერმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მალტურ კლუბს დაემშვიდობა. ეს ინფორმაცია თავად კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. VbetNews-ი დაუკავშირდა თბილისში მყოფ ირაკლის და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

– როგორ მოხდა, რომ კონტრაქტი გაწყვიტე “ვალეტასთან“?
ერთი წლის კონტრაქტიც შემომთავაზეს, მაგრამ პირობებს არ შევთანხმდი და წამოსვლა ვამჯობინე. ჩემი სურვილი გავწყვიტე ხელშეკრულება კლუბთან.
– “ვალეტაში” თითქმის ნახევარი წელი ითამაშე, მიღწევებზე და ქვეყანაზე მოგვიყევით.

მალტურ კლუბში დაახლოებით ნახევარი წელი ვითამაშე, ქვეყნის სუპერთასს დავეუფლე (მართალია განაცხადში ვიყავი, მაგრამ არ ვითამაშე), ძალიან მომეწონა ქვეყანა და 1-2 წელიწადში ალბათ ისევ ჩამოვალ (იცინის).

– შემოთავაზება თუ ყოფილა რომელიმე ქართული კლუბიდან?

არა, არც ერთი ქართული კლუბიდან არ მიმიღია შემოთავაზება, ალბათ არ იციან, რომ საქართველოში ვარ.

– თუ გაქვთ სურვილი საქართველოში ასპარეზობის?

კი, რატომაც არა, თუ იქნება ამბიციური გუნდი.

– ეროვნული ლიგის გუნდების ვერსიაზე რას იტყვით?

დიდი სიამოვნებით ვითამაშებ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი “ვალეტას” 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა და 10 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ასევე 2 გოლი გაიტანა.

 

ირაკლი ძარიამ მალტური კლუბის რიგები დატოვა