კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ირაკლი ბუღრიძე: “მთავარი ჩემპიონატის კარგი სტარტით დაწყება იყო, რაც მოვახერხეთ”

ირაკლი ბუღრიძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: Getty Images

 

გორის „დილას“ 3 ქულა თორნიკე კაპანაძემ მოუტანა, რომელიც გორელთა ახალწვეულია და სადებიუტო თამაშში მატჩის გმირი გახდა. ქობულეთის “შუქურასთან” გამარჯვების შემდეგ, გუნდის ახალწვეულმა ირაკლი ბუღრიძემ მედიასთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა.

“რთულ მატჩს ველოდებოდით, ვინაიდან ახალგადმოსული გუნდის კვალობაზე “შუქურა” ძალიან ამბიციური გუნდია და ასეც მოხდა ამ გამარჯვების მოპოვება ადვილი არ ყოფილა.

რაც შეეხება პირადად ჩემს თამაშს, სიმართლე რომ გითხრათ უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით, მაგრამ მთავარი ჩემპიონატის კარგი სტარტით დაწყება იყო, რაც მოვახერხეთ”, – განაცხადა ირაკლიმ.

ეროვნული ლიგის პირველი ტური დღეს დასრულდება. „საბურთალო“ საკუთარ მოედანზე „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

 

 

წყარო – fcdila.ge

 

 

 

 

 

დაუშვებენ თუ არა ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივრებს – ყველაფერი მარტის ბოლოს გაირკვევა