კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ირაკლი ბუღრიძე: “ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან გვიწევს დაპირისპირება”

დღევანდელი შეხვედრის შესახებ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრმა ირაკლი ბუღრძემ ისაუბრა

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში საფრანგეთს უმასპინძლებს. წლის სადებიუტო თამაშამდე ბოლო ვარჯიში ვასილ მაისურაძის გუნდმა 3 სექტემბერს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გამართა. საწვრთნელი პროცესი 1 საათი გაგრძელდა. საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი ბუღრიძემ საფრანგეთთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

“გუნდი ძალიან კარგ განწყობაზეა, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. სასიამოვნოა, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან გვიწევს დაპირისპირება. სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია, თუმცა მაღალ დონეზე თამაში ამ შემადგენლობითაც შეგვიძლია და შევეცდებით, რომ ეს დავამტკიცოთ” , – განაცხადა ბუღრიძემ.

მატჩი დღეს, გორის “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე შედგება.

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

ვასილ მაისურაძე: “ჩვენ ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება”