კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ინტერვიუ ლაშა სალუქვაძესთან: ” “ვოლფსბურგთან” თამაში დამამახსოვრდა, ჯეკო მაგარ ფორმაში იყო”

ინტერვიუ ლაშა სალუქვაძესთან

Image source: Getty Images

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ საფეხბურთო კარიერა უკვე 2 წელზეა მეტია რაც დაასრულა. ლაშა თბილისის “ლოკომოტივის” აღზრდილი იყო და 2005 წელს “დინამო თბილისიდან” ყაზანის “რუბინში” გადავიდა, სადაც კარიერის საუკეთესო 6 წელი გაატარა. VbetNews  38 წლის ყოფილ მცველს  დაუკავშირდა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა.

შეგიძლია დაასახელო ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშიათ?

– მართალი გითხრათ ბევრ კარგ თავდამსხმელის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ ედინ ჯეკოსთან (უეფა, ევროპა ლიგა, 1/8-ფინალის პირველი მატჩი, “რუბინი” – “ვოლფსბურგი” 1:1) გამიჭირდა.

მის გარდა ასევე ძნელი იყო თამაში კლუივერტთან, შირერთან, იბრაჰიმოვიჩთან, ეტო’ოსთან, დელ პიეროსთან, დავიდ ვილასთან, ტიერი ანრისთან, მაგრამ ის თამაში “ვოლფსბურგთან” დამამახსოვრდა. ჯეკო მაგარ ფორმაში იყო.

როგორ ფიქრობ თუ დაესწრნენ გულშემატკივრები საქართველო-ჩრდ.მაკედონიას მატჩზე?

– რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ იყოს გულშემატკივარი სტადიონზე, მაგრამ ესეთ რთულ დროს, როდესაც ეპიდემიაა ქვეყანაში, ცოტა რთულია ხალხის გაკონტროლება, დისტანცია დაიცვან, ცოტა რთული თემაა.

ორივე ქვეყნის ნაკრებების შანსებს როგორ შეაფასებდით?

– საქართველო: 60%, ჩრდ. მაკედონია: 40%. მგონია, რომ ძალიან კარგი ნაკრებად ჩამოვყალბდით და რეალური შანსები გვაქვს, რომ მოვიგოთ.

შეგიძლია გამოარჩიუ საუკეთესო ქართველი მცველები?

– გამიჭირდება მაგაზე პასუხის გაცემა, (იცინის) საქართველოს ნაკრების შემადგენლობის დაცვაში ვინც თამაშობს ყველა კარგად გამოიყურება.

რას უსურვებდი ქართველ გულშემატკივარს?

მოგებას რა თქმა უნდა.

 

 

ლაშა სალუქვაძემ კვარაცხელიას, დავითაშვილისა და ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა