კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ინტერმა” ქულებიც დაკარგა და სატურნირო ცხრილში პოზიციაც (ვიდეო)

ინტერმა ქულები დაკარგა და პოზიციაზე

Image source: Getty images

 

სერია A-ს 31-ე ტურში მილანის „ინტერს“ შანსი ჰქონდა „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა შეემცირებინა, მაგრამ არ გამოუვიდა და არათუ ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძვის, მეოთხე ადგილზე დაქვეითდა.

მილანელები „ვერონას“ ესტუმრნენ და მეორე წუთზევე გაუშვეს გოლი. მეორე ტაიმის დასაწყისში ანტონიო კონტეს გუნდმა ორი გოლი გაიტანა და მერე შეეძლო გამარჯვება, მაგრამ 86-ე წუთზე ისევ გაუშვეს და საბოლოოდ ფრე 2:2.

„ინტერმა“ 65 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ბერგამოს „ატალანტას“ უკან აღმოჩნდა. „იუვენტუსს“ კი 10 ქულით ჩამორჩება.

„ვერონა“ – „ინტერი“ 2:2

გოლები: 1:0 ლაზოვიჩი (2), 1:1 კანდრევა (49), 1:2 დიმარკო (55, ა.გ), 2:2 ველოზუ (86)

 

 

წყარო – LegaSerieA

 

“მანჩესტერი” ბრწყინვალე ფორმაშია