კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ინტერმა” “იუვენტუსი” უშანსოდ დაამარცხა (ვიდეო)

ინტერმა იუვენტუსს მოუგო

Image source: Getty images

 

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა.

„იტალიურ დერბიში“ ანტონიო კონტეს გუნდი აშკარა უპირატესობას ფლობდა და შეეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგო. „იუვემ“ კი ძალიან სუსტად ითამაშა, დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვა და შეტევაში საერთოდ არაფერი გაუკეთებია.

ანგარიში მე-12 წუთზე არტურო ვიდალმა თავური დარტყმით გახსნა და ყოფილ გუნდს გაუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ნიკოლო ბარელამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ინტერმა“ „იუვენტუსს“ 2016 წლის შემდეგ პირველდ აჯობა, 40 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციას „მილანთან“ ერთად იყოფს. „იუვენტუსი“ ცუდ სეზონს ატარებს და 33 ქულით მეხუთე ადგილზეა.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 2:0

გოლები: 1:0 ვიდალი (12), 2:0 ბარელა (52)

 

 

წყარო – Serie A

 

“ბარსელონამ” ესპანეთის სუპერთასი ვერ მოიგო, მესი კი გააძევეს (ვიდეო)