კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ინტერმა” იტალიის ჩემპიონატში ისევ ვერ მოიგო (ვიდეო)

ინტერმა ვერ მოიგო

Image source: Inter

 

იტალიის სერია A-ში მილანის „ინტერმა“ მორიგი ქულები დაკარგა. ანტონიო კონტეს გუნდი ბერგამოში, „ატალანტას“ ვერ მოუგო.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში ლაუტარო მარტინესმა ანგარიშის გახსნა მოაერხა. თუმცა, სტუმრებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და თამაშის მიწურულს გაუშვეს.

გოლი ალექსეი მირანჩუკმა გაიტანა, რომელსაც სერია A-ში დებიუტი ჰქონდა. „ინტერს“ 7 ტურში მხოლოდ 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.

„ატალანტა“ – „ინტერი“ 1:1

გოლები: 0:1 ლაუტარო (58), 1:1 მირანჩუკი (79)

 

 

წყარო – Lega Serie A

 

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში მოგებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო