კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ინტერმა” ისევ წააგო და ჩემპიონობის შანსი თითქმის დაკარგა

ინტერმა ბოლონიასთან წააგო

Image source: Getty images

 

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში სკუდეტოსვის მებრძოლი „ინტერი“ „ბოლონიას“ დაუხვდა, წააგო და ჩემპიონობის შანსი თითქმის დაკარგა.

მილანელებმა თამაში კარგად დაიწყეს, რომელუ ლუკაკუს გოლით დაწინაურდნენ კიდეც, რომელმაც ამ სეზონში მეოცე გოლი გაიტანა. ლუკაკუ რონალდოს შემდეგ „ინტერის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო სეზონში 20 გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ ლაუტარო მარტინესს სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა და „ინტერიც“ დანებდა. „ბოლონიამ“ მატჩის ბოლო 15 წუთში ორჯერ მოახერხა მეტოქის დამწუხრება და „სან სიროზე“ იმარჯვა.

„ინტერს“ 64 ქულა დარჩა და ლიდერ „იუვენტუსს“ უკვე 11 ქულით ჩამორჩება.

„ინტერი – „ბოლონია“ 1:2

გოლები: 1:0 ლუკაკუ (22), 1:1 მუსა (74), 1:2 ბაროუ (81)

 

წყარო – LegaserieA

 

ჩავიმ ყატარულ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა “ბარსელონასთვის” არაფერი იცვლება