კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ინტერის” შესანიშნავი თამაში და გამანადგურებელი ანგარიში (ვიდეო)

ინტერმა ბრეშა გაანადგურა

Image source: Inter

 

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში მილანის „ინტერმა“ „ბრეშას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით სძლია. ანტონიო კონტეს გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანა.

მილანელები ეშლი იანგმა დააწინაურა, ხოლო პირველივე ტაიმში ალექსის სანჩესმა და დანილო დ’ამბროზიომ უპირატესობა გაზარდეს.

შესვენების შემდეგ „ნერაძურიმ“ კიდევ სამი გოლი გაიტანა. რობერტოგალიარდინი, კრისტიან ერიკსენმა და ანტონიო კანდრევამ თავი გამოიჩინეს. „ინტერს“ 64 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

თუმცა, ლიდერ „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა საკმაოდ სოლიდურია – 8 ქულა.

„ინტერი“ – „ბრეშა“ 6:0

გოლები: 1:0 იანგი (5), 2:0 სანჩესი (20, პენ), 3:0 დ’ამბროზიო (45), 4:0 გალიარდინი (53), 5:0 ერიკსენი (83), 6:0 კანდრევა (88)

 

 

წყარო – LegaserieA

 

“არსენალმა” “ნორვიჩი” გაანადგურა (ვიდეო)