კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ინტერი” ზედიზედ 8 გამარჯვების შემდეგ დამარცხდა (ვიდეო)

ინტერმა წააგო

Image source: Getty images

 

სერია A-ს მე-16 ტურში ჩემპიონობის მაძიებელი „ინტერი“ სტუმრად გენუის „სამპდორიას“ დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.

ანტონიო კონტეს გუნდს ანგარიშის გახსნა მატჩის დასაწყისში შეეძლო, მაგრამ ალექსის სანჩესმა პენალტი ვერ გამოიყენა. 23-ე წუთზე კი პენალტი უკვე „ინტერის“ კარში დაინიშნა და ანტონიო კანდრევამ ყოფილი გუნდის კარში გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს „ინტერს“ კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჯერად კეიტა ბალდემ გაუტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში მილანელებმა ბოლომდე იბრძოლეს, 65-ე წუთზე სტეფან დე ვრეის წყალობით ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ მეტი ვერაფერი გააწყვეს და სეზონში მეორედ დამარცხდნენ.

„ინტერმა“ ზედიზედ 8 მოგების შემდეგ წააგო და სატურნირო ცხრილში 36 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „მილანს“ ჩამორჩება.

„სამპდორია“ – „ინტერი“ 2:1

გოლები: 1:0 კანდრევა (23, პენ), 2:0 კეიტა (38), 2:1 დე ვრეი (65)

 

 

წყარო – Inter

 

თემურ ქეცბაია: “შეგვეძლო პირველივე ტაიმში ყველაფერი დაგვესრულებინა”