კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ინტერი” წაგებას გადაურჩა (ვიდეო)

Image source: Atalanta B.C

 

იტალიის სერია A-ს პირველი წრის ბოლო შეხვედრა გათამაშების ლიდერმა მილანის „ინტერმა“ შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ ჩაატარა და ქულები დაკარგა.

შეხვედრა მილანელთა სწრაფი გოლით დაიწყო. მე-4 წუთზე რომელუ ლუკაკუმ ლაუტარო მარტინესს კარგი გადაცემა გაუკეთა და ანგარიშის გახსნა მოახერხა. თუმცა, ამის შემდეგ უპირატესობას „ატალანტა“ დაეუფლა.

ბერგამოელებმა საწადელს თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მიაღწიეს. რობინ გოსენსმა ანტონიო კანდრევას დაასწრო და ანგარიში გათანაბრდა.

სტუმრებს გამარჯვებაც შეეძლოთ, მაგრამ 88-ე წუთზე ლუის მურიელს პენალტი სამირ ჰანდანოვიჩმა აუღო და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. „ინტერი“ 46 ქულით ლიდერია, „იუვენტუსს“ ქულით და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ინტერი“ – „ატალანტა“ 1:1

გოლები: 1:0 ლაუტარო (4), 1:1 გოსენსი (75)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

შერმადინის 16 ქულა და საოცრად შედეგიანი მატჩი ესპანეთში