კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ინტერი” “იუვენტუსს” არ ჩამორჩა (ვიდეო)

Image source: SuperSport

 

იტალიის სერია A-ს მე-18 ტური ნეაპოლში, ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელიც „ნაპოლისა“ და „ინტერს“ შორის გაიმართა.

ანტონიო კონტეს გუნდმა უკვე იცოდა, რომ მის კონკურენტ „იუვენტუსს“ გამარჯვება მოპოვებული ჰქონდა და ამიტომ ქულები არ უნდა დაეკარდა. „ინტერმა“ მართლაც შესანიშნავად ითამაშა და მეტოქეს შანსი არ მისცა.

პირველ ტაიმში შესანიშნავი იყო რომელუ ლუკაკუ, რომელმაც დუბლი შეასრულა. ჯენარო გატუზოს გუნდმა შესვენებამდე მოახერხა სიტუაციის დაძაბვა და არკადიუშ მილიკმა ერთი ბურთი გაქვითა.

თუმცა, სტუმრებმა მეორე ტაიმში ორბურთიანი სხვაობა მაინც აღადგინეს. ამჯერად თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ინტერმა“ 45 ქულა დააგროვა და ჩემპიონატს „იუვენტუსთან“ ერთად ლიდერობს.

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 1:3

გოლები: 0:1 ლუკაკუ (14), 0:2 ლუკაკუ (33), 1:2 მილიკი (39), 1:3 მარტინესი (62)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ცნობილია ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდის წყვილები