კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ინსტაგრამში სიტყვა “ნეგრიტოს” გამოყენების გამო კავანი შესაძლოა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს

ედინსონ კავანი

Image source: Getty Images

 

მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, ედინსონ კავანი შესაძლოა ინსტაგრამში რასისტული გამონათქვამის გამო დაისაჯოს.

33 წლის ურუგვაელმა გუშინ 3 ქულა (2+1) დააგროვა და საკუთარ გუნდს “საუტჰემფტონთან” (3-2) მატჩში გამარჯვებაში დაეხმარა.

თამაშის შემდეგ კავანიმ ინსტაგრამის “სთორიში” მილოცვას უპასუხა “Gracias negrito”. ეს პოსტი მოგვიანებით წაიშალა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია უკვე განიხილავს ამ ინციდენტს. სოციალურ ქსელში დისკრიმინაციული ქცევის გამო დისკვალიფიკაციის მინიმალური ვადა არის 3 მატჩი.

თავად კავანის განმარტებით, სიტყვა “ნეგრიტო” სამხრეთ ამერიკაში გამოიყენება როგორც სიმპატიის გამომხატველი სიტყვა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს კიდევ ერთმა ურუგვაელმა, ლუის სუარესმა, რომელიც მაშინ “ლივერპულში” თამაშობდა, სიტყვა “ნეგრო” გამოიყენა “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველის, პატრის ევრას მიმართ და ამის გამო ის 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 40 000 ფუნტის ჯარიმით დასაჯეს.

კავანი რასიზმი

 

წყარო – dailymail.co.uk

“რეალმა” “შახტართან” მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა