კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ინსტაგრამში სიტყვა “ნეგრიტოს” გამოყენების გამო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ედინსონ კავანის ბრალი წაუყენა

ედინსონ კავანი

Image source: Getty Images

 

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის, ედინსონ კავანის ინსტაგრამში გაკეთებულ პუბლიკაციას გამოეხმაურა, სადაც ურუგვაელმა სიტყვა “ნეგრიტო” გამოიყენა.

“ედინსონ კავანის მიმართ წაყენებულია ბრალი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წესების დარღვევის გამო სოციალურ ქსელში პუბლიკაციასთან დაკავშირებით, რომელიც მან 2020 წლის 29 ნოემბერს გააკეთა.

კომენტარი, რომელიც “მანჩესტერ  იუნაიტედის” მოთამაშემ ინსტაგრამში გააკეთა, იყო შეურაცხმყოფელი, შეუსაბამო, საზიანო ფეხბურთისთვის.

გარდა ამისა, ნათქვამია, რომ კომენტარი წარმოადგენს “დამძიმებულ დარღვევას”, რადგან იგი მოიცავს პირდაპირ, ან ნაგულისხმევ მითითებას კანის ფერის, რასის, ეთნიკური ნიშნის შესახებ.

თავდამსხმელს შეუძლია გაასაჩივროს ბრალდება 2021 წლის 4 იანვრამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო – ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური გვერდი

 

ინსტაგრამში სიტყვა “ნეგრიტოს” გამოყენების გამო კავანი შესაძლოა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს