კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ინიესტამ დაასახელა მიზეზი, რის გამოც გვარდიოლას “ბარსელონა” წარმატებული იყო

ინიესტამ ბარსელონაზე ისაუბრა

Image source: Getty images

 

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ პეპ გვარდიოლას „ბარსელონას“ წარმატების მოტივზე ისაუბრა. ინიესტა მიიჩნევს, რომ იმ „ბარსას“ შედეგები გვარდიოლას სათამაშო სტილის დამსახურებაა.

„გამარჯვებულ გუნდში რამდენიმე ფაქტორის საუკეთესოდ წარმოჩენაა საჭირო. პეპის მსგავსი სანახაობრივი მწვრთნელის ხელმძღვანელობით შევძელით ჩვენი ნიჭის მაქსიმალურად განვითარება. იმის წყალობით გავაკეთეთ, რომ ფეხბურთის თამაში სიამოვნებას გვანიჭებდა. „ბარსა“ აგებს თუ იმარჯვებს, ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი თვითმყოფადობა, რომელიც იგივეა, რაც ჩვენი ოქროს ხანის დროს იყო“ – თქვა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდოლა „ბარსელონას“ 2008-2012 წლებში თამაშობდა.

 

წყარო – Corriere Dello Sport

 

“ბაიერნმა” “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია