კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ინგლისელმა მსაჯმა აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში რამოსის გოლი არ უნდა ჩაეთვალა

Image source: Marca

 

ჩემპიონთა ლიგის 2016 წლის ფინალის მთავარმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა აღიარა, რომ „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩში სერხიო რამოსმა გოლი თამაშგარიდან გაიტანა.

ინგლისელმა მსაჯმა 4 წლის შემდეგ გაიხსენა ეპიზოდი და შეცდომის შესახებ ისაუბრა.

„პირველი ტაიმი სერხიო რამოსის გოლით მოიგეს, მაგრამ თამაშგარე იყო. ეს მხოლოდ შესვენებაზე შევამჩნიე. მეორე ტაიმში პეპე მათ კარში დანიშნულ პენალტს აპროტესტდება და ვუპასუხე: მე ჩაგითვალეთ თამაშგარიდან გატანილი გოლი“ – თქვა მარკმა.

კლატენბურგის აღიარებას მადრიდის „ატლეტიკო“ ტვიტერში სპეციალური პოსტით გამოეხმაურა და ფანები ძალიან გაბრაზდნენ.

აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსის გოლი პრაქტიკულად გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა და პენალტების სერიაში ზინედინ ზიდანის გუნდმა მოიგო.

 

 

წყარო – Marca

 

კონტრაქტებთან დაკავშირებით პრემიერლიგაში გადაწყვეტილება მიიღეს