კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ინდიანას” ფანების რეაქცია, როდესაც გამოაცხადეს, რომ საბონისის ნაცვლად ძირითად ხუთეულში გოგა ბითაძე ითამაშებს

Image source: Goga Bitadze Facebook Page

 

NBA-ს მორიგ ტურში “ინდიანა პეისერსმა” “ჩიკაგო ბულსი” მიიღო და ანგარიშით 108:95 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ თავისი გუნდის სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა.

მატჩის დაწყებამდე “პეისერსის” ოფიციალურ Twitter-ზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდის ძირითადი ცენტრი, დომანტას საბონისი ტრავმის გამო შეხვედრას გამოტოვებს და მის სანაცვლოდ გოგა ბითაძე ითამაშებს. ამ განცხადებას გუნდის გულშემატკივრებმა არაერთგვაროვანი რეაგირებით უპასუხეს. ფანების უმეტესობა ამ ამბისგან გულდაწყვეტილი დარჩა.

ინდიანა პეისერსის” გულშემატკივრების კომენტარები სოციალურ ქსელში:

– ღმერთო ჩემო, ეს ამაზრზენია.

– სამწუხაროა, რომ საბონისი არ არის, მიხარია, რომ გოგა სასტარტოში იწყებს.

– სამწუხაროა.

– ეს ობიექტიურად ცუდი ამბავია.

– ლიფმა უნდა დაიწყოს, ნეიტი იდიოტია.

– მიდი გოგა.

– ძნელი იქნება…

 

წყარო – Indiana Pacers Twitter

 

2020 წლის თავისუფალი აგენტების სიმბოლური გუნდი Transfermarkt-ის ვერსიით