კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

„ინდიანას” 32-ე გამარჯვებაში გოგა ბითაძეს მხოლოდ 9 წუთი ათამაშეს (ვიდეო)

გოგა ბითაძის გუნდის გამარჯვება კლივლენდ კავალიერსთან მატჩში

Image source: Getty Images

 

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში გამარჯვება იზეიმა. „პეისერსი“ სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ ესტუმრა და 9-ქულიანი სხვაობით 111:102 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი პარკეტზე 9 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც მის ანგარიშზე 3 მოხსნა და 2 დაფარება დაგროვდა.

 

„ინდიანა“ 32 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებს, ანუ საპლეიოფო ზონაში იმყოფება. გოგას გუნდი მომდევნო მატჩს ხვალ, 12 მაისს „ფილადელფია სიქსერსის“ წინააღმდეგ 04:00 საათზე გამართავს.

 

 

 

 

წყარო – nba.com

 

 

 

 

ყველაზე ძვირადღირებული ბრაზილიელი ფეხბურთელების ტოპ-10 (ფოტო)