კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ინდიანა პეისერსმა” დასავლეთ კონფერენციის ერთი-ერთი აუტსაიდერი დაამარცხა, ბითაძემ 11 წუთი ითამაშა (ვიდეო)

გოგა ბითაძის ინდიანამ მორიგი გამარჯვება ჰიუსტონში იზეიმა

Image source: Getty Images

 

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” წაგებების სერიიდან გამარჯვებებზე გადაერთო. ინდიანელებმა ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო – ბოლო გამარჯვება ჰიუსტონში, ადგილობრივ “როკეტსთან” მოიპოვა – 132:124.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ცენტრი თამაშში ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11:09 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

 

ბითაძის გუნდი 26 გამარჯვებითა და 28 მარცხით NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. ხვალ, 16 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათიდან “ინდიანა” დასავლეთ კონფერენციის ლიდერს “იუტა ჯაზს” შეხვდება.

 

 

 

 

წყარო – nba.com

 

 

 

 

 

 

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი: ცნობილია საქართველოს ნაკრების 14-კაციანი შემადგენლობა