კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ინდიანა პეისერსის” მარცხი აუტსაიდერთან. გოგა ბითაძემ 8 წუთში 3 ქულა ჩააგდო (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აუტსაიდერ “ნიუ ორლეან პელიკანსს” შეხვდა და 22 ქულის სხვაობით – 98:120 წააგო. (ვიდეო)

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 8 წუთი გაატარა და ამ დროში 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

პეისერსის” რიგებში საუკეთესო იყო აარონ ჰოლიდეი, რომელმაც 25 ქულა დააგროვა.

გოგას გუნდს 33 მატჩის შემდეგ 21 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს “ინდიანა”  “ფილადელფიას” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო – nba.com/pacers

სოლომონ კვირკველია საბერძნეთში? “ლოკომოტივს” ფეხბურთელების გაცვლის გეგმები აქვს