კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ინდიანა პეისერსის” დაძაბული მატჩი მაიამიში და საბედისწერო 1 ქულა. გოგა ბითაძემ არასრული 4 წუთი ითამაშა.

Image source: Getty Images

 

 

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგ მატჩში “მაიამის” სტუმრად შეხვდა და ერთი ქულის სხვაობით 113:112  დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 4 წუთი გაატარა და შედეგიანი თამაში არ უჩვენებია.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 20 ქულით მასპინძელთა შემადგენლობაში ჯიმი ბატლერი გახდა. “ინდიანაში” კი 17 ქულით აარონ ჰოლიდეი გამოირჩა.

პეისერსს32 მატჩის შემდეგ 21 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი ისევ სტუმრად, 29 იანვარს, “ნიუ ორლეანს პელიკანსის” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო – nba.com/pacers

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესოები დაასახელა