კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ინდიანა პეისერსი” ისევ დამარცხდა, ხოლო გოგა ბითაძემ 11 წუთში ქულები ვერ მოაგროვა (ვიდეო)

გოგა ბითაძე კლიპერსთან მატჩში დამარცხდა

Image source: Getty Images

 

NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ მოედანზე “ლოს-ანჯელეს კლიპერსს” უმასპინძლა და 115:126 ანგარიშით დამარცხდა. ამით შეწყდა “პეისერსის” 3-მატჩიანი მოგებათა სერია.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11:18 წუთში 2 მოხსნა მოაგროვა.

ამ მატჩში ყველაზე მეტი ქულა ლოს-ანჯელესელმა პოლ ჯორჯმა ჩააგდო – 36 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო ინდიანელთა შემადგენლობაში მალკოლმ ბროგდონმა 36 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

“კლიპერსი” 56 მატჩის შემდეგ NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო “პეისერსი” 53 მატჩის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში 15 აპრილს, გამთენისაას 05:00 საათზე “ჰიუსტონ როკეტს” შეხვდება, რომელიც დასავლეთ კონფერენციის ბოლოსწინა ადგილს იკავებს.

 

 

 

წყარო – nba.com

 

 

 

 

 

 

პორტუგალიის მიმდინარე ტურნირზე 2 ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობს