კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ინდიან უელსი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2 სეტში გადალახა რუსი ჩოგბურთელის ბარიერი და 1/4 ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა უელსის 1/4 ფინალშია

Image source: Getty Images

 

დღეს, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსზე მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ტურნირის 1/8 ფინალში ბასილაშვილის მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იყო, რომლის დამარცხება 2 სეტში მოახერხა – (6:4, 7:6). შეხვედრა 1 საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. პირველობის 1/4 ფინალში ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე სტეფანოს ციციპასი იქნება. აღსანიშნავია, რომ ქართველი და ბერძენი ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრილან და ანგარიში სტეფანოსის სასარგებლოდ არის (0:2).

შეგახსენებთ, რომ atptour.com-მა მსოფლიო ჩოგბურთის რეიტინგი განაახლა, სადაც ქართველი ჩოგბურთელი 34-ე პოზიციიდან 36-მდე დაქვეითდა.

 

 

 

წყარო – bnpparibasopen.com

 

 

ახალი საკალათბურთო სეზონი სუპერთასით გაიხსნება