კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ილიას ზუროსმა ფინეთში გასამართი მატჩებისთვის 13 კალათბურთელი გამოიძახა

საკალათბურთო ნაკრები

Image source: gbf.ge

 

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ტრავმების გამო ნაკრებს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარება – რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც მუხლი აწუხებთ.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 13 მოთამაშე სრული შემადგენლობით ფინეთში, 24 ნოემბერს შეიკრიბება. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა გაურთულდა ბექა ბურჯანაძეს. . ფინეთში ვერ ჩადიან ასევე გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.

დანაკლისის გათვალისწინებით, ილიას ზუროსს რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუხდა. ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვია გივი ბაქრაძე, რომელიც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ძირითად გუნდშიც მოხვდა. ოფიციალური ტურნირის ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ ახალგაზრდა მოთამაშეები – ალექსანდრე ფევაძე და ლუკა ბულაშვილი, ხოლო ლუკა ზაქრაძე ეროვნულ გუნდს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრებს დაეხმარება მისი კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ფინეთში 27 ნოემბერს ჩავა და ორივე საკვალიფიკაციო შეხვედრას ითამაშებს. ესპანეთის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი გააძლიერებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

წყარო – gbf.ge

ტოპ-10 გამორჩეული გოლი საქართველოს ნაკრების ისტორიიდან (ვიდეო)