კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ილიას ზუროსმა გუნდი შვეიცარიასთან მატჩის წინა დღეს მსუბუქად ავარჯიშა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების შვეიცარიასთან მატჩის წინ

Image source: gbf.ge

 

ფინეთთან გამარჯვებულმა საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა თამაშის მეორე დღეს ნაწილობრივ დაისვენა. ილიას ზუროსმა გუნდი ერთხელ, 16:00 საათზე ავარჯიშა და ისე, რომ ძალიან არ დაუტვირთავს.

თორნიკე შენგელიას და მერაბ ბოქოლიშვილს არ გამოუცვლიათ, თანაგუნდელების ვარჯიშს მათ სათადარიგოთა სკამიდან ადევნეს თვალი. თორნიკე ექიმის რეკომენდაციით მწვრთნელებმა დაასვენეს, მერაბმა კი ფინეთთან მატჩში საზარდული დაიჭიმა და ის თამაში ვერ ჩაამთავრა, თუმცა შვეიცარიასთან მატჩის განაცხადშია და გარკვეული დროით შეძლებს საქართველოს ნაკრების დახმარებას.

სავარჯიშო ფორმაში, მოედანზე იყო და არ დატვირთულა გიორგი შერმადინი. ფინეთთან მატჩის ბომბარდირი ძალების აღსადგენად ექიმებმა სპეციალურად ავარჯიშეს.

ვარჯიშიდან სასტუმროში დაბრუნებული საქართველოს ნაკრების წევრები მწვრთნელების მომზადებულ შვეიცარელთა თამაშების ვიდეო-განხილვას დაესწრნენ.

საქართველოს ნაკრებს თამაშის დღეს, დილას ვარჯიში აქვს დაგეგმილი, შეხვედრა კი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

 

გიორგი შერმადინი ევრობასკეტის მესამე ტურის სიმბოლურში მოხვდა