Image source: gbf.ge
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში ილიას ზუროსის სიტყვები გაავრცელა, რომელიც მან შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ კალათბურთელებს უთხრა.
ბერძენი სპეციალისტი ქართველ კალათბურთელებს მადლობას უხდის და ამხნევებს, ამბობს, რომ ისინი ერთი გუნდი არიან.
„ბიჭებო, სწრაფად ვიტყვი. თამაშში ყველამ გული ჩადო, ჩვენ წარმოვადგენთ ქვეყანას, ყველამ ყველაფერი გაიღო. სასტარტოებმაც და სათადარიგოებმაც, მე ამას ვაფასებ. დიდი მადლობა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რთულ და კარგ მომენტებში ერთად ვართ და ვაყალიბებთ ხასიათს. ვაჩვენებთ ყველას, ძლიერები ვართ, ნებისმიერი ძლევა შეგვიძლია. ვძლევთ პრობლემებს და ვიმარჯვებთ. ეს არის მნიშვნელოვანი. მადლობა ყველასგისურვებთ ჯამრთელობას, გაუფრთხილდით თავებს და შემდეგ სხვა გამარჯვებები გვექნება“ – თქვა ზუროსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ შვეიცარიას 91:84 მოუგო და ჯგუფს 4 მატჩიდან 4 გამარჯვებით ლიდერობს. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება კი მასპინძლის რანგში მოპოვებული აქვს.
ილიას ზუროსის 🗣️ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ 🇬🇪✌️💯
adjarabet.com | საქართველოს კალათბურთის ნაკრების გენერალური სპონსორი 🏀
Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on ორშაბათი, 30 ნოემბერი, 2020
წყარო – GBF
ვიდეობი
ფოტოები