კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ილიას ზუროსი: “რამდენიმე კალათბურთელი დავინახე, რომლებმაც დამაინტერესეს”

ილიას ზუროსი თბილისში 20-წლამდელთა ევრო-ჩელენჯერის მატჩებს დაესწრო

Image source: gbf.ge

 

26 ივლისს თბილისში იწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება. მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ლეგიონერებთან ერთად სუპერლიგის მოთამაშეებსა და ნაკრების ახალგაზრდა კანდიდატებს შეკრებს და პერიოდს ახალი სახეების აღმოსაჩენად გამოიყენებს.

ევროჩელენჯერის ბოლო დღეს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა:

“უპირველესად, აღვნიშნავ, რომ მიხარია, ისევ აქ რომ ვარ და მაქვს საშუალება, დავესწრო ჩვენი 20-წლამდელთა ნაკრების თამაშებს. სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს აქვს პრობლემები შემადგენლობის მხრივ. რამდენიმე მოთამაშე ვერ ჩამოვიდა ნაკრებში, რამდენიმეს ტურნირის მსვლელობისას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ყველა მატჩში ვერ მიიღეს მონაწილეობა. მეორეს მხრივ, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ბიჭების მონდომებით. მოკლე დროში მათ მოახერხეს და კარგად შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდნენ.

სასიხარულოა, რომ რამდენიმე კალათბურთელი დავინახე, რომლებმაც დამაინტერესეს და მათ აქვთ შანსი, მომავალში იყვნენ ჩვენთან, მოხვდნენ ეროვნულ გუნდში. ჩვენ მივაქცევთ მათ ყურადღებას, დავაკვირდებით და უნდა აღვნიშნო, რომ თითოეულ მათგანს მართებს ბევრი შრომა და საკუთარ კლუბში ვარჯიში, რათა სამომავლოდ ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაიმსახურონ”,-განაცხადა ილიას ზუროსმა.

 

 

 

წყარო – gbf.ge