კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იკერ კასილიასმა “რეალთან” დაკავშირებით ყველაზე ცუდი მოგონება დაასახელა

იკერ კასილიასმა რეალიდან წასვლის შესახებ ილაპარაკა

Image source: Getty Images

 

მადრიდის “რეალისა” და “პორტუს” ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილიასმა დაასახელა ყველაზე ცუდი მოგონება, რომელიც მადრიდულ კლუბღან აკავშირებს და ასევე გულის პრობლემებზე ისაუბრა.

“ყველაზე ცუდი მოგონება “რეალთან” დაკავშირებით არის ჩემი წასვლა მადრიდული კლუბიდან. ვფიქრობ, ეს შეუდარებელი იყო არც კლუბის დონესთან და არც ფეხბურთელის სტატუსთან, რომელიც იქ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო. გულნაწყენი წამოვედი.

რაც შეეხება გულის პრობლემებს, რომლებიც “პორტუში” დამეწყო, მკერდის არეში ძალიან ძლიერი ტკივილები მქონდა. ყველაზე გულდასაწყვეტი ის იყო, რომ წინა დღეს აქტიურად ვვარჯიშობდი, ერთი შტანგიდან მეორისკენ ვფრინავდი, ხოლო მომდევნო დღეს საწოლიდან აბაზანისკენ 8 მეტრის გავლაც არ შემეძლო. შეიძლება მრავალწლიანი ზეწოლის ქვეშ ყოფნას ემოქმედა? ეს 15 წლის განმავლობაში თან მდევდა, თუმცა კარიერის ბოლო წლებში ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებდი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე”, – კასილიასის სიტყვებს Mundo Deportivo-ი გადმოგვცემს.

წყარო – mundodeportivo.com

რაულმა თავისი ოცნების გუნდი დაასახელა