კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იჯარის ვარიანტი ჩემთვის არაა” – გიორგი წიტაიშვილმა კიევის “დინამოში” სამედიცინო კვლევა გაიარა და

Image source: Dynamo.kiev.ua

 

კიევის “დინამოს” ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა. Dynamo.kiev.ua-თან საუბარში 19 წლის ფეხბურთელმა შვებულებაზე და თავის შესახებ სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა.

“კარგად დავისვენე. ჯერ ახალ წელს ოჯახთან ერთად საქართველოში შევხვდი და მერე კი ზღვაზე დავისვენე. ამასობაში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშებსაც ვატარებდი. 

 

დნიპრო 1” გუნდში შესაძლო იჯარის შესახებ წავიკითხე, მაგრამ ასეთი შემოთავაზებით ჩემთვის არავის მოუმართავს და რომც იყოს ასეთი წინადადება, მაინც “დინამოში” დარჩენას ვამჯობინებ, რადგანაც აქ გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ვიბრძვი.

 

ამიტომ, იჯარის ვარიანტი ჩემთვის არაა. სულ მცირე ზაფხულის ბოლომდე მაინც აქ ვიქნები. ვიცი რომ ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, მაგრამ კონკურენციის გარეშეც ხომ შეუძლებელია. ასეთი კონკურენციის პირობებში რადგან ვრჩები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ძალების მჯერა და იმედი მაქვს, რომ დასახულ მიზანს მივაღწევ”.

აღვნიშნოთ, რომ გიორგიმ კარიერა უკრაინაში დაიწყო და კიევის “დინამოს” ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. 2019 წლის ზაფხულს კი ძირითად გუნდში გადავიდა, თუმცა სათამაშო დრო არ ეძლევა. უკრაინის ჩემპიონატის 2019/20 სეზონში მან მხოლოდ 2 ატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მხოლოდ 17 წუთი ითამაშა.

წყარო – Dynamo.kiev.ua

გიორგი ჩაკვეტაძე: “ზამთრის არდადეგების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიქნები”