კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იღბალი ირჩევს ღირსეულს” – ლეგენდარული პაოლო მალდინის ცნობილი ციტატები

მილანის ლეგენდარული მცველი პაოლო მალდინი

Image source: Getty images

 

იტალიური ფეხბურთის და „მილანის“ ლეგენდა პაოლო მალდინი. პაოლო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, იტალიის ნაკრებსა და „მილანს“ დიდი ხნის განმავლობაში კაპიტნობდა. მთელი საფეხბურთო კარიერა „როსონერიში“ გაატარა და 902 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ამჟამად მალდინი „მილანის“ აღმასრულებელი დირექტორია და გუნდისთვის ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობს.

პაოლო არამარტო მოედანზე იყო გამორჩეული, არამედ მოედნის მიღმაც. წარმოგიდგენთ პაოლო მალდინის რამდენიმე ცნობილ ფრაზას:

„შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ნამდვილი მილანისტა ვარ და რომ „მილანში“ ბევრი გავაკეთე. მიუხედავად ამისა, შეურაცხყოფა არაერთხელ მივიღე. ეს დამეხმარა კიდევ უფრო ძლიერი გავმხდარიყავი“

„არასდროს დამავიწყდება „ინტერთან“ 6:0 გამარჯვება. ეს მატჩი განსაკუთრებული იყო ჩემი ოჯახისთვის, რადგან მამაჩემი გუნდს სათადარიგო სკამიდან ხელმძღვანელობდა“.

„ახლანდელი „მილანი“ ყოფილი გუნდის აჩრდილია“.

„მე მშურს ყოფილი თაობის ფეხბურთელების. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ეყურებინათ და მოესმინათ ცოცხლად ლეგენდარული „ბითლზებისთვის“.

„მახოვს, როდესაც კაპიტანი ფრანკო ბარეზი მემკვიდრეობით უნდა შეგვეცვალა, კაპელომ იკითხა ვინ იქნებოდა ახალი კაპიტანი. სხვებს, მათ შორის ბილი კოსტაკურტასაც ეს უფლება ჰქონდათ. ჩვენ ყველაფერი კენჭისყრით გადავწყვიტეთ და პასუხისმგებლობის აღების პრობლემა არ მქონია“.

„მილანს“ ნათელი გეგმა სჭირდება. თუ გვინდა, რომ დიდება დავიბრუნოთ, საჭიროა გეგმა, ინვესტიცია, იდეები. გვჭირდება ხალხი, რომელთაც ფეხბურთის გაგება შეუძლიათ“.

„მე მილანში დავიბადე და ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს მივაღწიე. ახლა ეს იშვიათად ხდება“.

„იღბალი ირჩევს ღირსეულს“.

„მადლობელი ვარ იმ გულშემატკივრების, რომლებმაც „ფიორენტინა“ – „მილანის“ მატჩის შემდეგ ტაში დამიკრეს. ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, როგორ მესალმებოდა მთელი სტადიონი. ჩემი კარიერა დავასრულე ისე, როგორც მინდოდა. არასდროს დამავიწყდება ეს მომენტი“.

 

“სამპდორიას” ფეხბურთელები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ