კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იბრაჰიმოვიჩმა მეტოქეს დასცინა: “იმაზე მეტი გოლი გავიტანე, ვიდრე შენ ითამაშე”

იბრაჰიმოვიჩი-საპატას დაპირისპირება

Image source: Getty images

 

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ატალანტას“ ფეხბურთელ დუვან საპატას დასცინა. ამ გუნდების შეხვედრის დროს, ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა.

საპატამ ზლატანი გამოიწვია და შვედისგან პასუხიც მიიღო:

– საპატა: „პენალტის გარეშე თამაში არ შეგიძლიათ, მე-13 გინდა?“

– იბრაჰიმოვიჩი: „რას ლაპარაკობ? იმაზე მეტი გოლი მაქვს გატანილი, ვიდრე შენ ნათამაშები გაქვს“.

ეს დიალოგი ტელეკამერების მეშვეობით გაშიფრეს და მაშინვე დიდი პოპულარობით გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტამ“ „მილანი“ 3:0 დაამარცხა და ერთი გოლი დუვან საპატამ გაიტანა.

 

წყარო – Eurosport

 

ოფიციალურად: მესუთ იოზილი თურქეთში ითამაშებს