კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იბრაჰიმოვიჩმა და ლუკაკუმ იჩხუბეს, “ინტერმა” კი “მილანს” მოუგო (ვიდეო)

ინტერმა მილანს მოუგო

Image source: Getty images

 

იტალიის თასის მეოთხედფინალში მილანური დერბი გაიმართა, რომელიც დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი „მილანმა“ მოიგო, მაგრამ თამაში „ინტერმა“ და ნახევარფინალში გავიდა.

ანგარიში 31-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს ინციდენტი მოხდა, რამაც მეორე ტაიმზე მოახდინა გავლენა. იბრაჰიმოვიჩმა და რომელუ ლუკაკუმ იჩხუბეს, რასაც ორივე ფეხბურთელის გაფრთხილება მოჰყვა.

ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დიდი ხანი გაგრძელდა და ლუკაკუს დამშვიდება განსაკუთრებით გაჭირდა.

მეორე ნახევარში ზლატანმა კიდევ ერთხელ ვერ გააკონტროლა თავი და 58-ე წუთზე მეორე გაფრთხილების გამო გააძევეს. კაცნკალულა „მილანმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ლუკაკუმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში კრისტიან ერიკსენმა ჯარიმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ინტერი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „იუვენტუსი“ – „სპალის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

„ინტერი“ – „მილანი“ 2:1

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (31), 1:1 ლუკაკუ (71, პენ), 2:1 ერიკსენი (90)

 

 

წყარო – legaseriea

 

ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა