Image source: Getty images
იტალიის სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლისა“ და „მილანის“ ძალიან საინტერესო მატჩით დასრულდა. ორივე გუნდი ლიდერებს შორისაა და ქულების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
თუმცა, „მილანს“ ჰყავს გენიალური ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც მატჩის ბედი პირადად გადაწყვიტა. 39 წლის ფორვარდმა მორიგი დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვება განაპირობა. იბრას დუბლის შემდეგ გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და „მილანმა“ 3:1 მოიგო.
„მილანს“ რვა ტურში 20 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. „როსონერის“ რვა ტურში 20 ქულა ბოლოს 2003-2004 წლების სეზონში ჰქონდა და მაშინ ჩემპიონი გახდა. „ნაპოლი“ კი 14 ქულით მეექვსე ადგილზეა.
„ნაპოლი“ – „მილანი“ 1:3
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (20), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (56), 1:2 მერტენსი (63), 1:3 ჰაუგე (90)
წყარო – Ac Milan
ვიდეობი
ფოტოები