კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იბრაჰიმოვიჩი: “ვინ მისცა ნებართვა EA SPORTS FIFA-ს ჩემი სახელი გამოეყენებინა?!”

ზლატანი გაბრაზდა

Image source: Ac Milan

 

„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვიდეოთამაშის EA SPORTS FIFA-ს წინაამდეგ გამოვიდა. შვედმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ კომპანიისთვის მისი სახელით ფულის შოვნის ნებართვა არ მიუცია.

„ვინ მისცა EA SPORTS FIFA-ს ნებართვა, რომ ჩემი სახელი და სახე გამოიყენოს? Fifpro-მ? მე არ ვარ Fifpro-ს წევრი და თუ ვარ, ეს ჩემთან შეთანხმების გარეშე, რაღაც უცნაური ხერხით გააკეთეს. არასდროს მიმიცია უფლება FIFA-სა და Fifpro-სთვის, რომ ჩემი გამოყენებით ფული გამოემუშავებინათ. ამ წლების განმავლობაში ვიღაცამ ჩემის სახელი და სახით ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ფული იშოვა. გამოძიების დროა“ – დაწერა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 10 გოლი გაიტანა და სერია A-ში გოლეადორთა შორის პირველ ადგილზეა.

 

 

წყარო – Twitter

 

მორის ყვითელაშვილის მეორე ვერცხლი მოსკოვის გრან პრიზე (ვიდეო)