კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იბრაჰიმოვიჩი: “პოლიტიკა მსოფლიოს ყოფს და სპორტი აერთიანებს”

ზლატანმა ლებრონზე ისაუბრა

Image source: Getty images

 

„მილანის“ ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლებრონ ჯეიმსზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ერთმანეთს სპორტი და პოლიტიკა შეადარა.

„სპორტსმენმა სპორტში უნდა იმუშაოს, პოლიტიკოსმა – პოლიტიკაში. სპორტი მსოფლიოს აერთიანებს, ხოლო პოლიტიკა ყოფს. მხოლოდ ეს იყო ჩემი მესიჯი. სპორტში ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ ჩვენ სხვა საკითებში არ ვართ საუკეთესოები“ – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ლებრონ ჯეიმსის პოლემიკა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც შვედმა ამერიკელი კალათბურთელი პოლიტიკური საჯარო განცხადებების გამო გააკრიტიკა.

 

 

წყარო – reuters

 

გულშემატკივრებმა კვარაცხელია საუკეთესოდ დიდი უპირატესობით აირჩიეს