კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იბრაჰიმოვიჩი: “მილანს მეფე არასდროს ჰყოლია, მაგრამ ღმერთი კი”

ზლატანი გაბრაზდა

Image source: Ac Milan

 

„მილანის“ ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ქალაქ მილანს ღმერთი ჰყავს და მასში საკუთარი თავი იგულისხმა.

შვედმა რომელუ ლუკაკუს უპასუხა, რომელმაც გასულ ზამთარს მოგებული დერბის შემდეგ დაპოსტა, რომ მილანს მეფე ჰყავდა, როდესაც „ინტერმა“ დერბიში მეტოქეს აჯობა.

ახლა კი ზლატანმა მას უპასუხა: „მილანს არასდროს ჰყოლია მეფე, მაგრამ ღმერთი ჰყავს“.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „ინტერი“ ზლატან იბაჰიმოვიჩის დუბლით დაამარცხა.

 

 

წყარო – Twitter

 

ბექა ბურჯანაძის და “გრან კანარიას” წარუმატებელი თამაში ესპანეთში