კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იბრაჰიმოვიჩი ევროპაში პენალტებს ყველაზე ხშირად ვერ იტანს

იბრაჰიმოვიჩ პენალტებს ცუდად ასრულებს

Image source: Getty images

 

„მილანის“ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ბრწყინვალე სეზონი აქვს და მისი როლი „როსონერის“ წარმატებებში ძალიან დიდია. თუმცა, არის ერთი კომპონენტი, რომელშიც შვედი ვერ გამოირჩევა და ევროპის მასშტაბით სეზონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს.

ზლატანმა მიმდინარე სეზონში 7 პენალტი დაარტყა და 4 ვერ გაიტანა. ბოლოს შეცდომა „ბოლონიასთან“ მატჩში დაუშვა. ამაზე ცუდი მაჩვენებელი წამყვან ჩემპიონატებში არავის აქვს. მეორე ადგილზე „ჩელსის“ ნახევარმცველი ჟორჟინიოა, რომელმაც 7-დან 3 პენალტი გააცუდა.

რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, მიუხედავად პენალტების ცუდი შესრულებისა, სერია A-ში 12 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობისთვის იბრძვის.

 

 

წყარო – Goal

 

“პსჟ-მ” საფრანგეთის ჩემპიონატში აუტსაიდერთან წააგო (ვიდეო)