კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იბრაჰიმოვიჩი, ძმები დე ბურები და ლაუდრუპები შოთა არველაძის საუკეთესო თერთმეტეულში (ფოტო)

 

უზბეკური საფეხბურთო კლუბის ”პახტაკორის” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ჰოლანდიურ Voetbalprimeur-თან ინტერვიუში შეადგინა სიმბოლური გუნდი საუკეთესო ფეხბურთელებისგან, რომლებთანაც ერთად კარიერის მანძილზე უთამაშია. არველაძემ ამ ნაკრებში ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, გიორგი ქინლაძეც შეიყვანა. რაც მთავარია, შოთამ მასში საკუთარი თავი არ შეიყვანა.

ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება შოთა არველაძის სიმბოლური თერთმეტეული:

 

მეკარე: ედვინ ვან დერ საარი

მცველები: კრისტიან კივუ, ფრენკ დე ბური, დეილი ბლინდი

ნახევარმცველები: მიკელ არტეტა, გიორგი ქინქლაძე, იარი ლიტმანენი, მიკაელ ლაუდრუპი, რონალდ დე ბური

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ბრაიან ლაუდრუპი.

არველაძის სიმბოლური გუნდი

 

 

წყარო – voetbalprimeur.nl

 

 

 

 

სფფ-ის, UNFPA-სა და “ლოკომოტივს” შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა