კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იაპონიის ხელისუფლება სპორტულ არენებზე მაყურებელთა დაშვების შეზღუდვის შემსუბუქებას გეგმავს

Image source: geonoc.org.ge

 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე უცხოელ ათლეტებს იაპონიაში შესვლის უფლება მიეცემათ. ქვეყნის ხელისუფლების აზრით, ამგვარი ნაბიჯი ადგილობრივ სპორტსმენებს ასპარეზობებისთვის ნაყოფიერად მომზადების საშუალებას მისცემს, სახელმწიფო ორგანოებს კი უცხოელ სტუმართა ტესტირების მექანიზმის შემუშავებაში დაეხმარება.

იაპონიის მთავრობას და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტს არსებული შეზღუდვის მოხსნით სურთ ოლიმპიურ თამაშებამდე შეაფასონ საემიგრაციო კონტროლის პროცედურების ეფექტურობა.

იაპონიის ხელისუფლება სპორტულ არენებზე მაყურებელთა დაშვების შეზღუდვის შემსუბუქებასაც გეგმავს. მოსალოდნელია, რომ არენებზე ერთდროულად 20 ათასი მაყურებლის დასწრება იქნება შესაძლებელი. დღეს არსებული შეზღუდვით, სტადიონებზე არაუმეტეს 5 ათასი გულშემატკივარი დაიშვება.

კორონავირუსის შეკავების ეფექტური საშუალებების შემუშავებაზე იზრუნებს სამმხრივი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის, იაპონიის და ტოკიოს მთავრობის წარმომადგენლები.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

 

 

აკი ბაშოს მეექვსე წარუმატებელი დღე ქართველი სუმოისტისათვის (ვიდეო)